“RMG” ბოლნისის “სიონის” გენერალური სპონსორი კიდევ ერთი წლით იქნება

“RMG” ბოლნისის “სიონის” გენერალური სპონსორი კიდევ ერთი წლით იქნება

27.12.2017 | 16:36

2018 წელსკომპანია "RMG" ბოლნისის საფეხბურთო კლუბ "სიონის" გენერალური სპონსორი იქნება.

27 დეკემბერს, კომპანია RMG-ს თბილისის ოფისში, ხელი მოეწერება განახლებულ სასპონსორო ხელშეკრულებას საფეხბურთო კლუბ "სიონსა" და RMG-ს შორის. ეროვნულ ლიგაში დაბრუნებულ კლუბს "RMG" გაზრდილი სასპონსორო თანხით უზრუნველყოფს და ყოველმხრივ იზრუნებს მის განვითარებაზე.

პირველი შეთანხმება მხარეებს შორის სპონსორობაზე 2016 წელს გაფორმდა, მაშინ როდესაც გუნდს ყველაზე ძალიან უჭირდა. ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებულ "სიონში" ცვლილებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დირექტორის თანამდებობაზე გამოცდილი მენეჯერი გიორგი ტყავაძე დაინიშნა. მან გუნდი ფაქტიურად ახლიდან შექმნა. სირთულეების მიუხედავად,ბოლნისური გუნდი სეზონის მანძილზე ლიდერებს შორის იყო და სეზონის ბოლოს შეძლო გულშემატკივრის გახარება და ეროვნულ ლიგაში ზუსტად ერთ წელში დაბრუნება.

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote