Gino  Paradise-მა და ბოლნისის “სიონმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

Gino Paradise-მა და ბოლნისის “სიონმა” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

7.12.2017 | 23:28

Gino Paradise-ის სპორტულ-გამაჯანსაღებელმა კომპლექსმა  და საფეხბურთო კლუბმა - ბოლნისის "სიონმა" დღეს ურთიერთთანამშრომლობის ერთ-წლიან მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის ფარგლებში საფეხბურთო სეზონის განმავლობაში,  კლუბი  Gino  Paradise-სგან   მნიშნველოვან ბენეფიტებს მიიღებს, მათ შორის ფიტნეს და სარელაქსაციო პროგრამებს.

ბოლნისის "სიონის" გენერალური დირექტორი, ბუბა ტყავაძე აცხადებს, რომ ჯინო ფერედაისში დასვენებისა და აღდგენისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი და იმისთვის, რომ ფეხბურთელებმა თავი სრულფასოვან სპორტსმენებად იგრძნონ, ასეთი კომფორტი ძალიან მნიშვნელოვანია.

"რა თქმა უნდა, სასიხარულოა ისეთ კომპანიასთან ურთიერთობა, როგორიც ჯინო ფერედაისია. იცით, რომ აქ დასვენებისა და აღდგენისთვის საუკეთესო პირობებია შექმნილი. მითუმეტეს, ჩვენი ჩვენი ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია  ასეთ კარგ გარემოში, თამაშების შემდეგ აღიდგინონ თავიანთი ძალები. განსაკუთრებით ჩვენს დღევანელ რეალობაში, სადაც ქართველი მოთამაშეები მოკლებულები არიან ისეთ კომფორტს, რომ მათ სრულფასოვან ფეხბურთელებად აგრძნობინებს თავს. იცით, რომ არც ისე ბევრი მაყურებელი დადის. გუნდებს არ აქვთ საწვრთნელი და საკუთარი ბაზა. მგონი, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია, სადაც დაძაბული თამაშების შემდეგ ისინი თავიანთი ძალების აღდგენას შეძლებენ", - განაცხადა ბუბა ტყავაძემ.

"საქართველოში, უმაღლესი ლიგის ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს ასეთი პირობები აღდგენისთვის. რაც მთავარია, ბოლნისის "სიონმა" შეძლო ეს და გააფორმა მემორანდუმი. მადლობა მინდა გადავუხადო ჯინოს  და ბოლნისის "სიონის" ხელმძღვანელობას. ვიმედოვნებ, ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა "სიონის" კაპიტანმა, ჯაბა დვალმა.

"ასეთი პირობები ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი ამის ფუფუნება გააჩნია კლუბს. ფეხბურთელებისთვის ასეთი კარგი სარელაქსაციო და აღდგენითი საშუალებები ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა "სიონის" ფეხბურთელმა, გიორგი მიქაბერიძემ.

ჯინო ფერედაისის გენერალური დირექტორის რამაზ მიქაძის განმარტებით, მათი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ცხოვრების ჯანსაღი წესია და ჯინო ფერედაისი მზად არის, არა მხოლოდ "სიონს", არამედ ქართულ სპორტს განვითარებაში ხელი შეუწყოს.

"ჯინო ფერედაისისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი ჯანსაღი წესით ცხოვრება. ეს ჩვენ თავიდანვე დევიზად გვქონდა. ახლა ნახეთ, რომ ბოლნისის "სიონთან" თანამშრომლობაზე მემორანდუმი გაფორმდა. ჩვენ სულ ახლახანს გავხსენით განახლებული გადახურული სპორტული აუზი, რომელიც მიუერთდა ფიტნესს. სპორტსმენებს საშუალება ეძლევათ, სრულყოფილად ივარჯიშონ, იცურაონ და ამასთან, ისარგებლონ ველნესით", - განაცხადა რამაზ მიქაძემ.

სპორტი და საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრება Gino Paradise-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.  ამ მიმართულებით განახლებული კომპლექსი ზამთრის სეზონზე სხვადასხვა სერვისს ააქტიურებს, მათ შორის ახალ ოლიმპიურ აუზს და სპეციალურ ფიტნესპროგამას, რომელიც მომხმარებელის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული და ხელმისაწვდომია.