დინამო სერბულ ჩუკარიჩკის დაუპირისპირდება

Warning: Invalid argument supplied for foreach() in /home/allsport/public_html/wp-content/themes/allsport/single.php on line 39

დინამო სერბულ ჩუკარიჩკის დაუპირისპირდება

4.07.2017 | 17:24

დღეს დინამო თბილისი სლოვენიურ შეკრებაზე პირველ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. დინამოს მეტოქეობას სერბული ჩუკარიჩკი გაუწევს, მატჩი კი თბილისის დროით 20.00 საათზე დაიწყება. ჩუკარიჩკი ბელგრადთან მდებარე პატარა ქალაქ ჩუკარიცაში 1926 წელს დაარსდა. გუნდი საშინაო მატჩებს ჩუკარიჩკის სახელობის 7000- იან სტადიონზე ატარებს, საკლუბო ფერები კი შავსა და თეთრშია გადაწყვეტილი. კლუბის პირველი პრეზიდენტი, პირველი სერბი მფრინავი - მილოშ ილიჩი გახლდათ. კლუბი ბევრი ტიტულებით ვერ დაიკვეხნის. ჩუკარიჩკი სერბეთის სუპერლიგის ორგზის ბრინჯაოსმედალოსანია 2014/15 და 2015/16 წლებში. 2014/15 სეზონში კი მთიელებმა (ჩუკარიჩკის ზედმეტსახელი) სერბეთის თასი მოიპოვეს. მიმდინარე სეზონი ჩუკარიჩკიმ მე- 9 ადგილზე დაამთავრა. 30 მატჩიდან ნენად ლალატოვიჩის გუნდმა 11 სათავისოდ დაასრულა და 12 მარცხი იგემა. გატანილი 40 ბურთის საპასუხოდ კი საკუთარ კარში 42 გოლი მიიღო. ჩვენი მომავალი მეტოქე სლოვენიურ შეკრებაზე 1 ივლისს გამოემგზავრა.

 

www.fcdinamo.ge

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები