ფეხბურთი

ზურა დავითაშვილი ,,ლოკომოტივში” ითამაშებს
ფეხბურთი3.01.2018 | 16:13

ზურა დავითაშვილი ,,ლოკომოტივში” ითამაშებს

საქართველოს  17 წლამდე ნაკრების ნახევარმცველი ზურა დავითაშვილი თბილისის ,,ლოკომოტივის" ფეხბურთელია.

კლუბსა და დავითაშვილს  შორის 1 წლიანი კონტრაქტი  გაფორმდა.აღნიშნულ ინფორმაციას ,,ლოკოს" ოფიციალური ვებ გვერდი არცელებს.

ზურა თბილისის,, დინამოს" აღზრდილია და ეროვნულ ლიგაში მისი დებიუტიც შარშანდელ სეზონში, დინამოელთა რიგებში  შედგა.

გასული სეზონში დავითაშვილმა თავისი აწ უკვე ყოფილი გუნდის რიგებში 6  შეხვედრა ჩაატარა.

                                                                                                                                                                              ნიკა ბაიდაური 

ქავთარაძეც! “რუსთავი” როგორც დინამოელთა მაგნიტი
ფეხბურთი3.01.2018 | 14:13

ქავთარაძეც! “რუსთავი” როგორც დინამოელთა მაგნიტი

როგორც allSPORT.ge-სთვის ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ფლანგის შემტევი ბექა ქავთარაძე  მომავალი სეზონიდან რუსთავის "რუსთავში" იასპარეზებს. 18 წლის ქავთარაძემ ახლახანს "დინამო თბილისი" დატოვა. ჩვენ დაუკავშირდი მას, მაგრამ კონკრეტული ინფომრმაცია მისგან  ვერ მივიღეთ. ამავე კლუბის ოფიციალურმა საიტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად "დინამო თბილისი" კიდევ 4-მა ფეხბურთელმა დატოვა, ესენი არიან :ბექა მიქელთაძე, ნუკრი რევიშვილი, ზუკა დავითაშვილი და ლევან გეგეჭკორი. საიტის თქმით ვიცე-ჩემპიონმა ამ ფეხბურთელებს კონტრაქტი შესთვაზა, თუმცა არცერთმა მათგანმა დარჩენა არ ისურვა. თითქმის გაოფიციალურებულია ცენტრალური თავდამსხმელის, ბექა მიქელთაძის ტრანსფერი "რუსთავში", ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი, ნუკრი რევიშვილიც "რუსთავში"იასპარეზებს.

 

                                                                                                                                                                                 ლევან ქობალია 

მათე კვირკვიამ ქუთაისის ,,ტორპედო” დატოვა
ფეხბურთი30.12.2017 | 00:22

მათე კვირკვიამ ქუთაისის ,,ტორპედო” დატოვა

ქუთაისის ,,ტორპედოს" შემტევმა ნახვარცმევლამა, მათე კვირკვიამ კლუბი დატოვა.

აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაგვიდასტურა. კვირკვია იმერულ გუნდს გასული სეზონის სტარტზე შეუერთდა, თუმცა სამწუხაროდ ბევრი ნამდვილად არ უთამაშია, სეზონის განმავლობაში მას მხოლოდ 4 შეხვედრის ჩატარება მოუწია.

იგი ,,ტორპედოსთან"  ერთად საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად განაგრძობს კარერას 21 წლის  ფეხბურთელი.

                                                                                                                                                                    ნიკა ბაიდაური

ოთარ გოშაძე: ,,თბილისის “დინამოში” 1 წლიანი იჯარით  გადავედი”
ფეხბურთი29.12.2017 | 22:46

ოთარ გოშაძე: ,,თბილისის “დინამოში” 1 წლიანი იჯარით გადავედი”

allsport.ge-მ რამოდენიმე დღის წინ გაავრცელა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების (more…)