ფეხბურთი

ტატო ხაინდრავა ქუთაისის ,,ტორპედოში” დაბრუნდა
ფეხბურთი4.01.2018 | 13:35

ტატო ხაინდრავა ქუთაისის ,,ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის ,,ტორპედომ" ახალ  სეზონში კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

 კლუბში 21 წლის გოლკიპერი  ტატო ხაინდრავა   დაბრუნდა.

ტრანსფერი თავად ფეხბურთელმა უკვე დაგვიდასტურა. ახალგაზრდა მეკარე ,,ტორპედოში"  პირველად 2016 წელს ჩაირიცხა, რის შემდეგაც მის კარერაში იყო წყალტუბოს ,,სამგურალი" და  გორის ,,დილა." ბოლოს კი, იგი ტყიბულის ,,მეშახტეში" ასპარეზობდა.

 

 

 

 

ოფიციალურად : გიორგი ივანიშვილი  თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელია
ფეხბურთი3.01.2018 | 16:52

ოფიციალურად : გიორგი ივანიშვილი თბილისის ,,დინამოს” ფეხბურთელია

28 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ივანიშვილი , თბილისის ,,დინამოს" ფეხბურთელია. ტრანსფერი ოფიციალურად რამდენიმე წუთის წინ დადასტურდა.  ივანიშვილმა თბილისურ კლუბთან 2 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის ,,დინამოს" ოფიციალური გვერდი არვცელებს.

გიორგიმ გასული სეზონი საჩხერის ,,ჩიხურას" შემადგენლობაში ჩაატარა და 31 შეხვედრაში თავი 5 გოლით გამოიჩნია. იგი  ,,ჩიხურასთან" ერთად  დავით ყიფიანის სახელობის თასის გასული წლის გათამაშების გამარჯვებულიც გახლავთ.