ATP რეიტინგში ფედერერი მესამეა

ATP რეიტინგში ფედერერი მესამეა

17.07.2017 | 15:24

 

უიმბლდონი 2017-ის ტრიუმფატორი, როჯერ ფედერერი მსოფლიო რეიტინგში მე-3 პოზიციაზე დაწინაურდა და უკან მოიტოვა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და თანამემამულე სტენ ვავრინკა.

რეიტინგს სათავეში კვლავ ბრიტანელი ენდი მარი უდგას, რომელიც უიმბლდონის გათამაშებას ტომაშ ბერდიხთან მარცხის შემდეგ 1/4 ფინალიდან გამოეთიშა. 

მარინ ჩილიჩი, რომელიც ფოჯერთან ფინალში უშანსოდ დამარცხდა, რეიტინგში ადგილი შეინარჩუნა და მე-6 პოზიციას იკავებს. 

 

ATP TOP-10:

  1. ენდი მარი - 7750 ქულა

2. რაფაელ ნადალი - 7465 ქულა

3. როჯერ ფედერერი - 6545 ქულა

4. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 6325 ქულა

5. სტანისლას ვავრინკა - 6140 ქულა

6. მარინ ჩილიჩი - 5075 ქულა

7. დომინიკ ტიმი - 4030 ქულა

8. კეი ნიშიკორი - 3740 ქულა

9. მილოშ რაონიჩი - 3310 ქულა

10. გრიგორ დიმიტროვი - 3160 ქულა

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები