22.06.2017 | 17:42

როგორც ვიტყობინებოდით, მას შემდეგ, რაც “ტორპედოს“ ფიზმომზადების მწვრთნელს, მილოვან მატიასევიჩს კლუბთან ერთწლიან შრომით ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა და სერბი სპეციალისტი სამშობლოში გაემგზავრა, მისი პოსტი ვაკანტური დარჩა, თუმცა, არცთუ დიდი ხნით.
გადაწყდა, რომ „ტორპედოში“ ფიზმომზადების მწვრთნელად 39 წლის შალვა ღონღაძე იმუშავებს. ეს სახელი და გვარი კარგადაა ცნობილი ფეხბურთის მოყვარულებისათვის. შალვა ღონღაძე “სამგურალში“, ფოთის“კოლხეთი 1913“-ში, „ზესტაფონში“, ”ტორპედოში“ და ცხინვალის “სპარტაკში“ თამაშობდა. „ა“ კატეგორიის ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელია. სადამრიგებლო კარიერა “ზესტაფონიდან“ დაიწყო. იყო „ტორპედოს“ სამწვრთნელი შტაბში, მუშაობდა მარტვილის “მერანის“ მთავარ მწვრთნელად. ბოლო პერიოდში თბილისის “ლოკომოტივის“ ფიზმომზადების მწვრთნელი გახლდათ.

3.00 avg. rating (74% score) - 1 vote

მსგავსები