2,5 წლის შემდეგ, “რეალმა” ზედიზედ 2 მატჩი პირველად წააგო

2,5 წლის შემდეგ, “რეალმა” ზედიზედ 2 მატჩი პირველად წააგო

2.11.2017 | 16:03

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში, მადრიდის "რეალი" "ტოტენჰემ ჰოტსპურს" ესტუმრა და "უემბლიზე" 1-3 დამარცხდა. ლონდონელთა მხრიდან თავი დელე ალიმ (დუბლი) და კრისტიან ერიქსენმა გამოიჩინეს. მადრიდელთაგან ერთადერთი გოლის ავროტი კი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ამგვარად, აღნიშნული მარცხი "სამეფო კლუბისთვის" ზედიზედ მეორეა მიმდინარე სეზონში, რომელიც ზინედინ ზიდანის გუნდმა სუმრად განიცადა.

გასულ კვირას "რეალი" გასვლით შეხვედრაში ლა ლიგის ეგიდით კატალონიურ "ჟირონასთან" (1-2) დამარცხდა.

უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ ორი გასვლითი შეხვედრა "სამეფო კლუბმა" ბოლოს 2015 წლის მარტში წააგო. მაშინ, "რეალმა" "ბილბაოსთან" (0-1) და "ბარსელონასთან" (1-2) დათმო შეხვედრები.

 

ზურა ბაიდარაშვილი