საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები სომხეთში, საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

5.07.2017 | 12:54

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონისთვის მზადების ციკლში სომხეთში გაემგზავრა, სადაც საერთაშორისო, ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილისა და გია კაზანჯიანის გაწვრთნილი გუნდი ერევანში 12 მოთამაშით გაემგზავრა, ხოლო პირველ მატჩს უკვე ხვალ, 5 ივლისს გამართავს.

20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა ერევნის ტურნირისთვის შემდეგნაირია:
უკანახაზელები: დავით აფხაზავა, ტარიელ ზუზაძე, გიორგი ქავთარაძე, ლევან ბაბილოძე, ლევან გოგალაძე, რატი ნუცუბიძე
ფორვარდები: ნიკა დარბაიძე, ლუკა გიორგაძე, გიორგი ცირიკიძე, ვილი ისიანი
ცენტრები: ვლადიმერ ფურცხვანიძე, ალექსანდრე ფევაძე

ტურნირში საქართელოს 20-წლამდელთა ნაკრებთნ ერთად მონაწილეობენ: ყაზახეთის 22-წლამდელთა ნაკრები, ასევე სომხეთის ეროვნული და 20-წლამდელთა ნაკრებები. ქართველების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება:

5 ივლისი     სომხეთი - საქართველო U20
6 ივლისი     საქართველო - ყაზახეთი U22
7 ივლისი     სომხეთი U20 - საქართველო U20       

20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის „ბ“ დივიზიონში 14-23 ივლისს იასპარეზებს, სადაც ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მეტოქეები იქნებიან მაკედონიის, რუმინეთის, მალტისა და ალბანეთის ნაკრებები.

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები