18-წლამდელთა ნაკრებმა საქართველოს თასიც მოიგო

18-წლამდელთა ნაკრებმა საქართველოს თასიც მოიგო

22.06.2017 | 14:25

გოგონათა შორის საქართველოს თასის მფლობელი 18-წლამდელთა ნაკრები გახდა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა დუბლი შეასრულა და 2 დღის წინ მოგებულ საქართველოს ჩემპიონობას თასიც მოაყოლა.

მატჩი თითქმის იგივე სცენარით წარიმართა, როგორც ჩემპიონატის ფინალი. ნაკრები ლიდერობდა, „ვეჯინი“ კი ცდილობდა ჩამორჩენის აღმოფხვრას, მაგრამ მაქსიმუმი, რაც მოახერხა, მეტოქესთნ 5 ქულით მოახლოვება იყო.

ნაკრების წევრები უფრო სწრაფად თამაშობდნენ, რაც მათ სოლიდურ უპირატესობას აძლევდა. საბოლოოდ 18-წლამდელთა ნაკრებმა 73:61 გაიმარჯვა და მატჩის შემდეგ საქართელოს თასი ვეტერანი კალათბურთელისგან, მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინისგან ჩაიბარა. მანამდე კი ქალთა ლიგის სეზონის საუკეთესო კალათბურთელად დასახელებული ნატალია ოთხმეზური ფედერაციის ქალთა კალათურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ვალენტინ დერიუგინმა სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

სწორედ ოთხმეზურმა ულიდერა დღევანდელ ფინალში ნაკრებს. მის ანგარიშზე 23 ქულა დაგროვდა. 10 ქულა მიითვალა ვიქტორია გეგეშიძემ, ხოლო 7 - მარი ოქროპირიძემ. „ვეჯინში“ 15-15 ქულით ხათუნა საჯაია და რუსუდან სიდამონიძე გამოირჩნენ.

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები