ჰიუტი დიდ სპორტს უბრუნდება

ჰიუტი დიდ სპორტს უბრუნდება

15.12.2017 | 15:45

ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ლეიტონ ჰიუიტი ორწლიანი პაუზის შემდეგ კორტს უბრუნდება.

Telegraph-ის ცნობით, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი 36 წლის ასაკში კარიერას განაახლებს და ავსტრალიის ღია პირველობაზე, წყვითა თანრიგში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მისი პარტნიორი სემ გროტი იქნება.

ლეიტონ ჰიუიტმა კარიერა 2016 წელს, სწორედ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ დაასრულა. 

ჰიუიტის ანგარიშზე ორი გრანდ სლემია. ლეიტონმა 2001 წელს ამერიკის ღია პირველობა მოიგო. 2002 წელს კი უიმბლდონის ტურნირზე იმარჯვა. 

 

ზურა ბაიდარაშვილი

 

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები