ჰარდენმა “ჰიუსტონთან” რეკორდული კონტრაქტი გააფორმა

ჰარდენმა “ჰიუსტონთან” რეკორდული კონტრაქტი გააფორმა

9.07.2017 | 12:41

 

"ჰიუსტონ როკეტსის" ვარსკვლავი, ჯეიმს ჰარდენი გუნდის შეცვლას არ აპირებს და კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.

"ჰიუსტონის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჰარდენი კლუბის ღირსებას 2023 წლამდე დაიცავს. ახალი კონტრაქტის თანახმად, ბაბუაწვერა NBA-ს ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება. უახლოესი ორი სეზონის მანძილზე ჯეიმსი ხელფასის სახით ჯამში 58,7 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. 

2019-2020 წლების სეზონიდან ჰარდენის წლიური ანაზღაურება 37,8 მლნ. დოლარი იქნება და ყოველ მომდევნო სეზონში აღნიშნული თანხა 8%-ით გაიზრდება და 2022-2023 წლების სეზონში 46,8 მილიონ დლარს შეადგენს.

ამგვარად, უახლოესი 6 სეზონის მანძილზე ჯეიმს ჰარდენი ჯამში 227,9 მილიონ ამერიკულ დოლარს გამოიმუშავებს, რაც ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში რეკორდი იქნება.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ჰარდენმა 2356 ქულას, 907 ასისტსა და 659 მოხსნას მოუყარა თავში, რითაც NBA-ს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა ერთ სეზონში ნაჩვენები შედეგების მიხედვით.

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები