ჰამილტონმა სამშობლოში მეხუთედ იმარჯვა

ჰამილტონმა სამშობლოში მეხუთედ იმარჯვა

17.07.2017 | 14:58

ფორმულა 1-ის მე-10 ეტაპს, რომელსაც ბრიტანეთმა უმასპინძლა, საკუთარ კედლებში პირველობა არავის დაუთმო ლუის ჰამილტონმა და ინგლისური გრან პრი კარიერაში მეხუთედ მოიგო.

მეორე ადგილი, მერსედესის პილოტმა და ჰამილტონის თანაგუნდელმა, ფინელმა ვალტერი ბოტასმა დაიკავა.

მესამე ადგილი, ასევე ფინელს, ფერარის პილოტს, კიმი რაიკონენს ერგო, რომელიც ლიდერს დაახლოებით 36,5 წამით ჩამორჩა.

ამრიგად, საერთო ჩათვლაში ბრიტანელმა მრბოლელმა 176 ქულას მოუყარა თავი და ლიდერ სებასტიან ფეტელთან სხვაობა 1 ქულამდე შეამცირა, რომელმაც მე-10 ეტაპი მეშვიდე პოზიციაზე დაასრულა.

აღსანიშნავია, რომ ჰამილტონი ბრიტანეთის ტრასაზე მოგებათა რაოდენობით (5) ჯიმ კლარკსა და ალენ პროსტს გაუთანაბრდა.

მომდევნო რბოლას 28-30 ივლისს უნგრეთი უმასპინძლებს.

 

ზურა ბაიდარაშვილი

1.00 avg. rating (55% score) - 1 vote

მსგავსები