ჯორდანი პირველია, მესი მე-16, ანდრე აგასი 25-ე

ჯორდანი პირველია, მესი მე-16, ანდრე აგასი 25-ე

16.12.2017 | 00:59

ჟურნალმა Forbes-მა სპორტის ისტორიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სორტსმენების სია გამოაქვეყნა.

აღნიშნულ ჩამონათვალს ამერიკელი კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი ლიდერობს, რომელმაც კარიერის მანძილზე ხელფასისა და სპონსორების მეშვეობით ჯამში 1,85 მილიარდი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ფეხბურთის ვარსკვლავი, ლიონელ მესი სიაში მე-16 ადგილს იკავებს (600 მლნ დოლარი). 

 

ყველაზე მდიდარი სპორტსმენების 25 კაციანი სია ასე გამოიყურება:

 

1. მაიკლ ჯორდანი (კალათბურთი) - 1,85 მილიარდი დოლარი

2. ტაიგერ ვუდსი (გოფლი) - 1,7 მილიარდი დოლარი

3. არნოლდ პალმერი (გოლფი) - 1,4 მილიარდი დოლარი

4. ჯეკ ნიკლაუსი (გოლფი) - 1,2 მილიარდი დოლარი

5. მიხაელ შუმახერი (ფორმულა 1) - 1 მილიარდი დოლარი

6. ფილ მიკელსონი (გოლფი) - 815 მილიონი დოლარი

7. კობი ბრაიანტი (კალათბურთი) - 800 მილიონი დოლარი

8. დევიდ ბეკჰემი (ფეხბურთი) - 800 მილიონი დოლარი

9. ფლოიდ მეივეზერი (კრივი) - 785 მილიონი დოლარი

10. ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 735 მილიონი დოლარი

11. შაკილ ო'ნილი (კალათბურთი) - 735 მილიონი დოლარი

12. კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 725 მილიონი დოლარი

13. გრეგ ნორმანი (გოლფი) - 705 მილიონი დოლარი

14. მაიკ ტაისონი (კრივი) - 700 მილიონი დოლარი

15. როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 675 მილიონი დოლარი

16. ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 600 მილიონი დოლარი

17. ალექს როდრიგესი (ბეისბოლი) - 575 მილიონი დოლარი

18. ჯეფ გორდონი (რალი) - 525 მილიონი დოლარი

19. ოსკარ დე ლა ჰოია (კრივი) - 520 მილიონი დოლარი

20. მენი პაკიაო (კრივი) - 510 მილიონი დოლარი

21. დერეკ ჯიტერი (ბეისბოლი) - 490 მილიონი დოლარი

22. პეიტონ მენინგი (ამერიკული ფეხბურთი) - 480 მილიონი დოლარი

23. კევინ გარნეტი (კალათბურთი) - 480 მილიონი დოლარი

24. ევანდერ ჰოლიფილდი (კრივი) - 475 მილიონი დოლარი

25. ანდრე აგასი (ჩოგბურთი) - 470 მილიონი დოლარი

 

ზურა ბაიდარაშვილი