ჯოვინკო ცრუ რწმენას ენდო, რომელმაც გაამართლა

ჯოვინკო ცრუ რწმენას ენდო, რომელმაც გაამართლა

15.12.2017 | 14:36

"ტორონტოს" თავდამსხმელმა, სებასტიან ჯოვინკომ "სიეტლთან" ფინალურ მატჩამდე საშინაო არენის მინდორში წარმატების საწინდრად მონეტა ჩაფლა.

"ეს ჩემი იდეა არ ყოფილა. მაგრამ, როდესაც მკითხეს მსურს თუ არა ასეთი რამის გაკეთება, თანხმობით ვუპასუხე, რადგან ჩემი გუნდის წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ამან კი გაამართლა. მონეტა დღემდე იქ არის", - განუცხადა ჯოვინკომ Football Italia-ს.

შეგახსენებთ, რომ "ტორონტომ" MLS-ის პლეი-ოფის ფინალში "სიეტლი" 2:0 დაამარცხა, იტალიელი კი ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

 

ვიდეო იხილეთ აქ: ტვიტერი 

 

ზურა ბაიდარაშვილი

მსგავსები