ჯანგველაძე: “მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია”

ჯანგველაძე: “მეტოქემ შეცდომები არ გვაპატია”

4.10.2017 | 19:46

საქართველოს 17-წლამდელთა ეროვნულმა ნაკრებმა 1 და 3 ოქტომბერს ამხანაგური მატჩები გამართა თბილისში, ბელარუსელ თანატოლებთან.

პირველი მატჩი მიხეილ მესხზე გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული გუნდი 1:2 დამარცხდა. მეორე მატჩი ამჯერად "დავით პეტრიაშვილი არენაზე" გაიმართა და იგივე ანგარიშით დასრულდა და ამჯერადაც ბელორუსთა გამარჯვებით.

allSPORT.ge  ეროვნული ნაკრების შემტევს, გუჯა ჯანგველაძეს დაუკავშირდა და ამ მატჩებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

"ორივე მატჩი ჩვენი დიდი უპირატესობით წარმიართა, მაგრამ პატარა შეცდომაც არ გვაპატიეს და დაგვსაჯეს კიდეც გოლით. ჩვენ, ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ, რაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ და გამოვასწორებთ. თუმცა, ვფიქრობ, რომ მაინც ცოტათი გაუმართლათ ბელარუსებს იმიტომ, რომ სათამაშო ხარისხით ჩვენ ბევრად ვჯობდით".

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები