ჯაბა კანკავა კვლავ უგუნდოდაა

ჯაბა კანკავა კვლავ უგუნდოდაა

11.09.2017 | 08:52

საქართველოს ეროვნულ ნაკრების კაიპიტანი ჯაბა კანკავა კვლავაც უგუნდოდაა. მან რამოდენიმე თვის წინ კონტრაქტი გაწყვიტა ფრანგულ "რეიმსთან" და დღემდე თავისუფალი აგენტია.

გუნდიდან წასვლისთანავე დაიწერა, რომ შეიძლებოდა მას რუსეთში გაეგრძელებინა კარიერა, მაგრამ მან თავადვე უარყო, რადგან უკეთეს ლიგაში სურს მოხვედრა. გერმანულმა ინტერნეტ გამოცემამ transfermarkez.com-მა დასძინა, რომ კანკავათი თურქეთის პრემიერ ლიგის კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი და ურთიერთ შეთანხმებასაც მალე მიაღწევდნენ, თუმცა არაფერი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ჯაბა კანკავა 2015 წელს "დნიპროდან" "რეიმსში" გადავიდა. ხოლო, 2017 წელს ურთიერთ შეთანხმების საფუძველძე ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა და იმასაც გეტყვით, რომ მას 2016/2017 წლების სეზონის გასამრჯელოც არ გადაუხადეს.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები