ხულიენ ლოპოტეგი: კლუბში საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ

ხულიენ ლოპოტეგი: კლუბში საგანგაშო მდგომარეობას ვერ ვხედავ

7.10.2018 | 01:52

მადრიდის რეალი ძალიან, ძალიან ცუდ ფორმაშია!

სამეფო კლუბი ლა ლიგის მორიგ ტურში ალავესთან 0:1 დამარცხდა. მატჩის მიწურულს ერთადერთი გოლი ალავესის თავდამსხმელმა მანუ გარსიამ გაიტანა.

კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარა ხულიენ ლოპოტეგის გაწვრთნილმა გუნდმა. ეს რა არის, თუ არა დამღუპველი სამეფო კლუბისათვის.

ხულიენ ლოპოტეგი:  ლოგიკურია ის ფაქტი, რომ ჩვენ იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ გვინდოდა გამარჯვება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კარგად დავიწყეთ თამაში როგორც ჩვენ გვინდოდა, თუმცა არ გავიტანეთ და ამიტომ ჩვენ დავისაჯეთ. მე ვერ ვხედავ კლუბში საგანგაშო მდგომარეობას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს მატჩი დავთმეთ. მწვრთნელი ყოველთვის ელოდება საუკეთესოს ფეხბურთელებისაგან დაეჭვიც არ მეპარება, რომ ისინი ცდილობენ თავიანთი საუკეთესო მხარის წარმოჩენას. მე ვფიქრობ, რომ მათ ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ ჩემდამი."