ჭაბუკების წარმატება ევროპის თასზე

ჭაბუკების წარმატება ევროპის თასზე

22.06.2017 | 18:41

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრებმა ევროპის თასზე პოლონეთის ქალაქ ბიელსკო ბიალაში 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

გამარჯვებულები გახდნენ: მიხეილ ბახბახაშვილი (-66კგ), ლაშა ბექაური (-73კგ), გოჩა ღვაჩლიანი (-81კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ). ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ  გიორგი კაპანაძე (-60კგ) და ვლადიმერ ახალკაცი (-81კგ), ხოლო ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:  ლუკა კაპანაძემ (-55კგ), ილია სულამანიძემ (-81კგ), გიორგი კარიაულმა (-90კგ), ალექსი სვიანაძემ და ლევან ჭელიძემ (ორივე +90კგ).

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები