ძოლამ საუეთესო დაასახელა

ძოლამ საუეთესო დაასახელა

15.12.2017 | 13:26

ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის, ჯანფრანკო ძოლას აზრით ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე დიეგო მარადონაა.

"დიეგოსთან კარგი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, განსაუთრებით კარიერის სტარტზე. შესაძლოა არაობიექტური ვარ, თუმცა მარადონას ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოდ მივიჩნევ. მის შესახებ ბევრი ისტორიის მოყოლა შემიძლია. ერთი სიამოვნება იყო როდესაც ვარჯიშის შემდეგ, მინდორზე ვრჩებოდით და საჯარიმო, ანდაც კარში დარტყმებს ვხვეწდით. ის დიდ ენერგიას გვაძლევდა როგორც მე, ასევე გუნდი სხვა მოთამაშეებს. ჩემთვის ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მასთან თამაშის დროს, როგორც ფეხბურთელი ძალიან გავიზარდე", -  ძოლას სიტყვებს უეფას პრეს-სამსახური ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ ძოლა და მარადონა 1989-1991 წლებში ერთად იცავდნენ "ნაპოლის" ღირსებას.

 

ზურა ბაიდარაშვილი

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote