ჩოჩიშვილი: “კმაყოფილი ვარ მეც და მწვრთნელებიც”

ჩოჩიშვილი: “კმაყოფილი ვარ მეც და მწვრთნელებიც”

30.08.2017 | 16:02

allSPORT.ge წარმოგიდგენთ საქართველოს 19 წლამდელთა ეროვნულო ნაკრებისა და პრაღის "სლავიას" ახალწვეულის ინტერვიუს.

 

  • - მოგესალმებით, პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ ახალ გუნდში გადასვლა. როგორ მოეწყვეთ ახალ კლუბში? როგორი ატმოსფეროა?
  • კლუბში ძალიან კარგად მოვეწყვე. ძირითადად პირველ გუნდში მიწევს ვარჯიშები და ძალიან კმაყოფილი ვარ როგორც მე, ისე მწვრთნელები.

- პირველი მატჩი მოგებით დაიწყეთ, რაც სასიხარულოა. თუ შეგიძლიათ მაყურებლის თვალით შეხედოთ, რა დონის კლუბთან გვაქვს საქმე?

  • კი, უდავოდ სასიხარულოა. ძალიან მაღალი დონის გუნდთან გვაქვს საქმე. ერთი ნაბიჯი აკლდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუპურ ეტაპზე მოსახვედრად, მაგრამ წლეულს ევროპა ლიგაზე იასპარეზებს. პლიუს კიდევ ჩეხეთის ოთგზის ჩემპიონია.

- კლუბის ხემძღვანელობიდან ან თუნდაც მწვრთნელიდან წამოსულა რამე წინადადება თქვენს დებიუტზე პირველ გუნდში?

  • კი რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერ 21 წლამდელთა გუნდში მომიწევს თამაში, ხოლო ვარჯიში პირველ გუნდთან. აქ სულ ერთი კვირაა რაც ვარ და პრინციპულ მატჩში მათამაშეს, ძალიან მალე კიდევ შედგება ჩემი დებიუტი პირველ გუნდში.

- ძალიან კარგი! ბოლოს, რას ფიქრობთ საქართველოსა და ირლანდიის დაპირისპირებაზე?

  • ძალიან რთული თამაში იქნება. მოიგებს ის გუნდი, ვინც უფრო უკეთ იქნება ფიზიკურად მომზადებული და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მათზე უკეთესად ვიქნებით თამაშის მიმართ განწყობილი, რადგანაც მატჩი საშინაო არენაზე გაიმართება.

 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩოჩიშვილმა ახლახანს პრაღის "სლავია"-სთან 3 წლიან კონტრაქტზე მოაწერა ხელი.

 

ლევან ქობალია

4.75 avg. rating (94% score) - 4 votes

მსგავსები