ჩოთალიშვილი: “რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად დრო არ გვეყო”

ჩოთალიშვილი: “რუსეთთან მატჩისთვის მოსამზადებლად დრო არ გვეყო”

8.09.2017 | 23:52

Allsport.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საქართველოს 17 წლამდრლთა ეროვნული ნაკრებისა და "საბურთალოს" ფეხბურთლთან, ცოტნე ჩოთალიშვილთან, რომელიც ყაზახეთში გამართული, "პრეზიდენტის თასის" მონაწილე იყო.

 

- მოგესალმებით! პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ "პრეზიდენტის თასის" ტურნირზე ფინალში გასვლა, თუმცა ფინალი რუსეთთან წავაგეთ. თქვენი აზრით რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი?

- ფინალში გასვლა რა თქმა უნდა სასიხარულოა, თუმცა ფრე და შემდეგ პენალტების სერიაში მარცხი მიუღებელია ჩვენთვის. ამის მიზეზებზე ლაპარაკიც კი უხერხულია უკვე. თუმცა დავმარცხდით და არ აქვს მნიშვნელობა როგორ. აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, ადგილობრივ ყაზახეთის ნაკრებს დავუპირისპირდით ნახევარფინალში. დაძაბული შეხვედრა იყო და ბევრი ენერგია დავხარჯეთ და რუსებზე ნაკლები დრო გვქონდა აღსადგენად. ყველაზე რეალური მიზეზი ესაა.

 

- როგორი პირობები იყო შექმნელი. თუნდაც სასტუმროს ან ვარჯიშის მხრივ რამე პრობლემა ხომ არ შექმნილა?

- არა, არანაირი პრობლემა. სასტუმროც ნორმალური იყო და ვარჯიშებიც ჩვეულ ვითარებაში მიმდინარეობდა.

 

- თქვენ ხვალ მოფრინავთ როგორც ვიცით. როდის დაიწყებთ ვარჯიშსა და რა არის დაგეგმილი სამომავლოდ?

- დიახ. კლუბი ალაბათ ერთი-ორ დღეს დაგვასვენებს, ხოლო თვის ბოლოს საბურთალოსთან ერთად ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვითამაშებთ. სწორედ ამ პერიოდშია კიდევ ერთი სანაკრებო პაუზა. ამჯერად საქართველოში ბელარუსიელ თანატოლებს ვუმასპინძლებთ. მატჩები 1-3 ოქტომბერს გაიმართება. აქვე მინდა ვისარგებოლო შემთხვევით და ყველა გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო. საქართველოში მთავარი მოვლენა ოქტომბერშია - ევროპის ახალგაზრული ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი და იმედია ჩვენს გვერდით იქნებიან ყველა მატჩში.

 

- და ბოლოს, რას იტყოდით ზოგადად ქართულ ფეხბურთზე? თუნდაც, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რა გვაკლია?

- ვფიქრობ, პირველ რიგში ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს ყურადღება. რაც შეიძლება მეტი აკადემია უნდა იყოს როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. ყველანაირად უნდა ვეცადოთ სრულიად გამოვიყენოთ ყველა რესურსი. ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება, ვფიქრობ უფრო და უფრო ვიხვეწებით. ამაზე ბოლო მატჩებიც მეტყველებს. თუმცა, ყველაფერს თუ უფრო სწრაფად გავაკეთებთ და შეტევებს გავამწვავებთ უფრო კარგ შედეგს მივიღებთ. მგონი სწორი კურსი გვაქვს აღებული და ვფიქრობ ამ კურს არ უნდა გადავუხვიოთ.

 

მოგეხსენებათ ყაზაღეთში მიმდინარეობდა "პრეზიდენტის თასის" ტურნირი სადაც საქართველოს 17 წლამდელთა ეროვნული ნაკრები იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად რამოდენიმე დიდი ანგარიშით გამარჯვებისა, ფინალში რუს თანატოლებთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ.

 

ლევან ქობალია

4.75 avg. rating (94% score) - 8 votes

მსგავსები