ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისტები დაწყვილდნენ

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალისტები დაწყვილდნენ

11.12.2017 | 15:03

უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად, ევროპის 16 საუკეთესო კლუბი შემდეგნაირად დაწყვილდა:

 

იუვენტუსი - ტოტენჰემი

ბაზელი - მანჩესტერ სიტი

პორტუ - ლივერპული

სევილია - მანჩესტერ იუნაიტედი

რეალი - პსჟ

შახტარი - რომა

ჩელსი - ბარსელონა

ბაიერნი - ბეშიქთაში

 

1/8 ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრები 13, 14, 20 და 21 თებერვალს გაიმართება. განმეორებითი მატჩები კი 6, 7, 13 და 14 მარტს.

 

ზურა ბაიდარაშვილი