“ჩელსი” და “ტოტენჰემი” “ევერტონის” ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

“ჩელსი” და “ტოტენჰემი” “ევერტონის” ფეხბურთელისთვის იბრძოლებენ

12.12.2017 | 12:12

"ჩელსი" და "ტოტენჰემი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ნახევარდაცვის გაძლიერებას ეცდებიან.

Daily Mail-ის ცნობით, ლონდონური კლუბების მთავარი სამიზნე "ევერტონის" ნახევარმცველი, როს ბარკლია. 24 წლის ფეხბურთელს ლივერპულულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდია ალბათობა, რომ კლუბი უახლოეს სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. 

აღსანიშნავია, რომ "ჩელსი" გასულ ზაფხულსაც ცდილობდა ბარკლის შეძენას, თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება "ტოტენჰემში" სურდა, თუმცა "დეზებმა" ბარკლის შეძენაზე უარი მისი ტრავმის გამო თქვეს.

მოსალოდნელია, რომ როს ბარკლი ორ კვირაში ვარჯიშს დაუბრუნდება და სეზონის მეორე ნახევრისათვის მწყობრში იქნება.

 

ზურა ბაიდარაშვილი