ქართველი ფეხბურთელი ვილას და პირლოს გუნდში თამაშობს

ქართველი ფეხბურთელი ვილას და პირლოს გუნდში თამაშობს

3.11.2017 | 21:47

allSPORT.ge-ს რუბრიკა, გაიცანი ფეხბურთელი მცირე ხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა. ამჯერად, გაგაცნობთ 15 წლის ფეხბურთელს, ნიკა კაპანაძეს, რომელიც ამერკის MLS-ს ერთ-ერთ პრესტიჟულ გუნდის აკადემიაში თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას ვერ დაუკავშირდით, ჩვენ დაკავშირება მის ბაბუასთან, საქართველოში მოვახერხეთ და კაპანაძეზე ისტორიის მოყოლა ვთხოვეთ.

"ნიკა კაპანაძე  ფლორიდაში დაიბადა, Fort Myers-ში, 2002 წლის 11 მარტს. ვარჯიში  4 წლის ასაკში დაიწყო, 7 წლის ასაკში უკვე თავდამსხმელის ნიჭი გამოავლინა, ძალიან ბევრი გოლი გაჰქონდა. 8 წლის იყო როცა გადმოვედით ნუი ორკში, გააგრძელა თამაში კლუბ "ჩერნომორეცში" (უკრაინელის ჩამოყალიბებული). 9 წლის ასაკში თამაშობდა 11 წლიანებში და ტურნირში გაიმარჯვეს. ფინალში, ნიკამ ჯერ თამაშიდან გაიტანა ულამაზესი გოლი და მერე პენალების სერიაში გადამწყვეტი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა. 11 წლის ასაკში უკვე დიდ მინდორზე თამაშობდა ორ გუნდში - "ჩერონმორეც" U13-ში და U14-ს ეხმარებოდა. ნიკას უკვე შევატყვე რომ ამ კლუბისთვის გაიზარდა და პერსპექტივები ამ კლუბში შეზღუდული ჰქონდა. არჩევანი გაკეთდა კლუბ "მეთ ოვალ"-ზე. მწვრთნელები ინგლისელები და იტალიელები იყვნენ. ისე მოხდა, რომ 2013 წლის შემოდგომაზე ნიკა სამ გუნში თამაშობდა მეთ ოვალ U11-ში, ჩერომორეც U13-ს და U14-საც ეხმარებოდა. ამ წელს ნიკამ 50 გოლი გაიტანა. ბევრჯერ ერთ დღეში ორ თამაშს თამაშობდა და ერთხელ ერთ დღეში 7 გოლი გაიტანა. 2014-15 წლის სეზონში მეთ ოვალ U12 და U13-ის შემადგენლობაში 35 თამაში 43 ბურთი გაიტანა! ზამთარში ფლორიდაში ტურნირზე წასასვლელ შესარჩევ თამაშებში, 8 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. სულ ამ სეზონში, 43 თამაშში გაიტანა 52 გოლი. ნიკა გამოძახებული იყო ამერიკის ნაციონალურ ნაკრებში 14 წლადე ასაკობრივ ჯგუფში!

"New york City"-სთან კონტრაქტი 2016 წლის 16 ივნისს გააფორმა, სადაც მთავარ გუნდში დავიდ ვილა და ანდრეა პირლო თამაშობს. New York City-ში ნიკა 9 ნომრად თამაშობს და 2016-17 წლის ჩემპიონატში 24 შეხვედრაში 22 ბურთი გაიტანა. ნიკა არის გამოკვეთილი თავდამსხმელი. კარგად თამაშობს სამივე პოზიციაზე, ძალიან სწრაფია, კარგად ხედავს მინდორს, კარგი პასი აქვს და კარგად თამაშობს თავით. 2017-18 წლის სეზონში 15 წლის ნიკა NYC U17-ში ითამაშებს. 2016-17 წლის სეზონიში ის 22 გატანილი გოლით ბომბარდირი გახდა. ოფიციალურ თამაშებში 2014/15, 2015/16 და 2016/17 წლის სეზონებში ნიკამ 88 შეხვედრაში 99 გოლი გაიტანა".

 

ლევან ქობალია