ფრანგები იხვეწებიან, რომ ბენ არფა ერთი წუთით მაინც ათამაშონ

ფრანგები იხვეწებიან, რომ ბენ არფა ერთი წუთით მაინც ათამაშონ

17.04.2018 | 13:27

საფრანგეთის ლიგა 1-ს 33-ე ტურში "პსჟ" საკუთარ კედლებში "მონაკოს" უმასპინძლა, უშუალო კონკურენტი 7:1 გაანადგურა და ჩემპიონის ტიტული 5 ტურით ადრე მოიპოვა. 

ის, რომ პარიზული კლუბი ჩემპიონი გახდებოდა, ეჭვი არავის ეპარებოდა და უბრალოდ დროის საკითხი იყო როდის გაინაღდებდნენ დედაქალაქელები ჩემპიონობას.

მიუხედავად იმისა, რომ ბენ არფა "პსჟ"-ს ფეხბურთელია, შესაძლოა ოქროს მედლის გარეშე დარჩეს. საქმე იმაშია, რომ უნაი ემერისთან კონფლიქტის გამო ჰატემს მიმდინარე სეზონში ლიგა ერთის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა და წესების მიხედვით სულ მცირე 1 წუთი მაინც უნდა ჰქომდეს ნათამაშები, რათა ჩემპიონად ჩაითვალოს.

აღნიშნული ფაქტი არ გამოჰპარვიათ ფრანგ გულშემატკივრებს და ბოლო პერიდში სოციალურ ქსელებში გააქტიურდნენ და ჰაშთაგით - #HatemChampion "პსჟ"-ს სთხოვენ მათი ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი თუნდაც ერთი წუთით მაინც ათამაშონ.

შეგახსენებთ, რომ ჰატემ ბენ არფამ "პსჟ"-ს შემადგენლობაში უკანასკნელად 2017 წლის 5 აპრილს, საფრანგეთის თასის მატჩში ითამაშა, სადაც 2 გოლითა და ერთი შედეგიანი გადაცემით გამოირჩა.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes