ფლორენტინო პერესმა ხამესისა და მორატას წასვლის მიზეზები განმარტა

ფლორენტინო პერესმა ხამესისა და მორატას წასვლის მიზეზები განმარტა

1.10.2017 | 23:29

მადრიდის "რეალის" პრეზიდენტმა, ფლორენტინო პერესმა ხამეს როდრიგესთან და ალვარო მორატასთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხა.

"თაობა, რომელიც ახლა მადრიდის "რეალში" ირიცხება უდიდეს პერსპექტივას ფლობს და ვთვლი, რომ მათთან სწორი მუშაობის შემთხვევაში ნამდვილად დიდ გუნდს ვიხილავთ".

"ხამესის და მორატას სამეფო კლუბიდან წასვლის მიზეზები იდენტურია. ჩვენ ვერ დავაკავებთ ფეხბურთელს, რომელიც კლუბში ბედნიერი არ არის და სხვა შემოთავაზებებს განიხილავს" - განაცხადა პერესმა.

5.00 avg. rating (94% score) - 1 vote

მსგავსები