ფეტელი ჩემპიონთა რბოლას გამოტოვებს

ფეტელი ჩემპიონთა რბოლას გამოტოვებს

3.11.2017 | 14:56

ფერარის პილოტი, სებასტიან ფეტელი ჩემპიონთა რბოლაში მონაწილეობას არ მიიღებს.

ფორმულა 1-ის ოთხგზის ჩემპიონი 2009 წლიდან ჩემიონთა რბოლაში რეგულარულად იღებდა მონაწილეობას. თუმცა, ამჯერდ გერმანელი მრბოლელი სრულიად კონცნტრირებულია გუნდში მუშაობაზე და ახალი სეზონისთვის ემზადება.

"ჩემი მიზანი ფერარის მწვერვალზე დაბრუნებაა. ვფიქრობ, მარანელო ტიტუის დაბრუნებას იმსახურებს, როგორც ადრე ეს მიხაელ შუმახერმა გააკეთა", - ციტირებს ფეტელის სიტყვებს Grandprix.com

შეგახსენებთ, ისტორიაში ირველად ჩემპიონთა რბოლას საუდის არაბეთი უმასპინძლებს.

 

ზურა ბაიდარაშვილი

მსგავსები