ფაჩულიას 4 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “ტორონტოსთან”

ფაჩულიას 4 ქულა, 9 მოხსნა და გამარჯვება “ტორონტოსთან”

29.10.2017 | 00:50

ზაზა ფაჩულიამ და მისმა "გოლდენ სტეიტმა" "ტორონტოსთან" 120:117 იმარჯვა.

ბოლო წუთებამდე ოკლენდელები 10 ქულით აგებდნენ, თუმცა მათი გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე მოახერხეს მობილიზება და გამარჯვება.

ზაზა ფაჩულიამ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო და მოედანზე მთლიანობაში 13 წუთი გაატარა. ამ პერიოდში ქართველმა ცენტრმა 4 ქულა მოაგროვა და 9 მოხსნა გამოიმუშავა.

4 მოგებითა და 2 წაგებით "გოლდენ სტეიტი" დასავლეთ კონფედერაციაში მე-5 პოზიციაზეა. მორიგ მატჩს "ვორიორზი" ორშაბათს, 30 ოქტომბერს, შინ "დეტროიტ პისტონსთან" გამართავს.

 

ლევან ქობალია

მსგავსები