უსეინ ბოლტი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ივარჯიშებს

უსეინ ბოლტი დორტმუნდის „ბორუსიაში“ ივარჯიშებს

30.06.2017 | 19:01

ლეგენდარული იამაიკელი სპრინტერი, უსეინ ბოლტი მძლეოსნობაში მსოფლიო ჩემიონატის შემდეგ, კარიერის დასრულებასა და ფეხბურთში ძალების მოსინჯვას გეგმავს.

"გადაწყვეტილი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საფეხბურთო მინდორზე მოვსინჯო ძალები. ვივარჯიშებ დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად და თუ ყველაფერი არგად წარიმართა, კლუბის ხელმძღვანელებს შევხვდები და შესაძლოა კონტრაქტიც გავაფორმო", - ბოლტის სიტყვებს ესანური გამოცემა Marca ციტირებს.

შეგახსენებთ, რომ უსეინ ბოლტი 11 გზის მსოფლიო და 8 გზის ოლიმპიური ჩემპიონია.

ასევე, იამაიკელ სპრინტერს ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი 100 და 200 მეტრიან დისტანციაზე.

2017 წლის მსოფიო ჩემპიონატს მძლეოსნობაში ლონდონი 4-13 აგვისტოს უმასპინძებს.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები