“უოტფორდმა” “ბარსელონას” და “სანდერლენდის” ფეხბურთელები დაემატა

“უოტფორდმა” “ბარსელონას” და “სანდერლენდის” ფეხბურთელები დაემატა

30.01.2018 | 21:49

ინგლისური "უოტფორდი" სეზონის დარჩენილი ნაწილის უფრო წარმატებით ჩასატარებლად ემზადება და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარას ნაყოფიერად იყენებს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რქებმა" "სანდერლენდიდან" ნახევარმცველი, დიდე ნდონგი არენდით აიყვანა. 23 წლის გაბონელი "უოტფორდში" სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

ასევე, კატალონიური "ბარსელონას" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ჟერარდ დეულოფეუც "უოტფორდში" სეზონის ბოლომდე არენდის წესით ითამაშებს. ესპანელები ინგლისური კლუბიდან ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონ ევროს მიიღებენ.

 

ზურა ბაიდარაშვილი

მსგავსები