“ტორპედომ” “შუქურას” მაინც სძლია

“ტორპედომ” “შუქურას” მაინც სძლია

24.10.2018 | 16:33

დღეს, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/4-ის ბოლო მატჩი გაიმართა, სადაც ქუთაისის "ტორპედომ" ქობულეთის "შუქურა" დაამარცხა. მართალია ქუთათურებმა "შუქურასთან" პირველი ტაიმი დათმეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ორბურთიანი ჰანდიკაპით გაიმარჯვეს (3-1). შეხვედრაში ანგარიში მალევე გაიხსნა. "შუქურა" მატჩის მე-3 წუთზე ომარ ბულუხაძემ დააწინაურა.

შეხვედრის პირველი ტაიმი ამავე ანგარიშით დასრულდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი 90 წუთი "ტორპედოს" კარნახით მიმდინარეობდა, რამაც შედეგი მეორე ტაიმში მოიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 10 წუთში "ტორპედომ" მეტოქეს ორი გოლი გაუტანა. 51-ე და 54-ე წუთებზე თავი მერაბ გიგაურმა და თორნიკე კაპანაძემ გამოიჩინეს, რამაც დიდწილად გადაწყვიტა კიდეც ნახევარფინალში გამსვლელის ვინაობაც. საბოლოო წერტილი და ანგარიში ტაბლოზე კი, მატჩის 61-ე წუთზე გიორგი ქიმაძემ დააფიქსირა. 

ასე, რომ უკვე გამოვლინდა ის ოთხი გუნდი, რომლებიც იბრძოლებენ თასის ფინალში გასვლისათვის. "ტორპედოსა" და "დინამო თბილისის" გარდა ამ ტიტულის მოსაპოვებლად ორი ლიგა 2-ის წარმომადგენელი - "გაგრა" და კახური "თელავი" იბრძოლებენ.