“ტორპედომ” ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

“ტორპედომ” ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

9.12.2017 | 23:10

ქუთაისის "ტორპედოს" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, კლუბმა ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა.

"ტორპედოს" ფორვარდმა და გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა თორნიკე კაპანაძემ, რომელსაც სეზონის დასრულებისთანავე კლუბთან კონტრაქტის ვადა ამოეწურა, "ტორპედოს" ღირსებას მომავალ სეზონშიც დაიცავს. კერძოდ კი ის გუნდში 2018 წლის ბოლომდე დარჩება. 

გასულ სეზონში კაპანაძის ანგარიშზე 38 მატჩი, 14 გოლი, 3 ასისტი და 4 ყვითელი ბარათი იყო.

შეგახსენებთ, რომ სწორედ კაპანაძემ გაიტანა "დინამო" თბილისთან ისტორიული და საჩემპიონო გოლი.

ასევე, 1 წლით, კლუბთან კონტრაქტი მცველმა, გიორგი ქიმაძემ გაახანგრძლივა.