“ტიტები” პირველი მატჩისთვის ემზადება

“ტიტები” პირველი მატჩისთვის ემზადება

16.01.2018 | 21:34

17 იანვარს სტარტს აიღებს ა-ლიგის 2018 წლის გათამაშება, რომელშიც ექვსი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. ა-ლიგის რიგით მეოთხე გათამაშება  ორწრედ ჩატარდება.  პირველი ოთხი გუნდი კი პლეი ოფის სისტემით  განაგრძობენ სუპერლიგის საგზურისთვის ბრძოლას.

პირველ ტურში "ტიტების"  მეტოქე დებიუტანტი "კავკასია" იქნება. შეხვედრა ახალ სპორტის სასახლეში 18:15 საათზე დაიწყება.

თამაშის წინ კომენტარი გააკეთეს "ტიტების" მთავარმა მწვრთნელმა დავით უსტიაშვილმა, კაპიტანმა ბესიკ ლეჟავამ და ქაქუცა აბაიშვილმა.

 

დავით უსტიაშვილი: "კავკასია" საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ, კიდევ უფრო გაძლიერდა, დაიმატა ლეგიონერები. სამწუხაროდ არ ვიცით თუ რა დონის მოთამაშეები არიან.

ჩვენს გუნდს რაც შეეხება უკვე დიდიხანია ვემზადებით. ამ ეტაპზე ისეთ ფორმაში არ ვართ, როგორც პლეი ოფში ვიქნებით, რადგან თამაშები გვაკლია.

ვფიქრობ თამაშიდან  თამაშამდე მოვუმატებთ და საკმაოდ კარგ და ბრძოლისუნარიან გუნდს შევკრავთ".

 

ქაქუცა აბაიშვილი: "გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. რაც მთავარია ტრავმები არავის გვაწუხებს. საფუძვლიანად გავიარეთ მოსამზადებელი პერიოდი და ველოდებით ხვალინდელ შეხვედრას.

ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ. დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს.

 

ბესიკ ლეჟავა: "თვეზე  მეტია დავიწყეთ მოსამზადებელი ეტაპი. ხვალინდელი თამაშისთვის ტაქტიკურად და ფიზიკურად მზად ვართ.

ბიჭებიც მონდომებულები არიან და მაქსიმალურად ვეცდებით კარგად დავიწყოთ ა-ლიგა".