ტესტ მატჩებს “დიანომო არენა” და “მიხეილ მესხი” უმასპინძლებენ

ტესტ მატჩებს “დიანომო არენა” და “მიხეილ მესხი” უმასპინძლებენ

15.10.2017 | 10:22

11 ნოემბერს "დინამო არენაზე" ბორჯღალოსნები წლის დამაგვირგვინებელ საერთაშორისო ტესტ-სერიის პირველ მატჩს კანადის წინააღდეგ ითამაშებენ. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

საშინაო ტესტ მატჩის შემდეგ, ბორჯღალოსნები კარდიფისკენ აიღებენ გეზს, სადაც 18 ნოემბერს ჩვენ ნაკრებს უელსი 75-ათასიან "ფრინსიფალითი სთედიუმზე" მიიღებს. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია "იმედი" შემოგთავაზებთ.

2017 წლის სეზონის ტესტ მატჩების სერიას ბორჯღალოსნები 25 ნოემბერს შინ, აშშ-ს ნაკრებთან მატჩით დაასრულებენ, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (96% score) - 1 vote

მსგავსები