სფფ-ს უნებლიე შეცდომა თუ სიმპათიები “დინამოს” მიმართ?!

სფფ-ს უნებლიე შეცდომა თუ სიმპათიები “დინამოს” მიმართ?!

27.11.2017 | 23:24

საფეხბურთო კლუბი ბოლნისის "სიონი" პლეი-ოფში ბათუმის "დინამოს" შეხვდება. ორმატჩიან დაპირისპირებაში გაირკვევა იმ გუნდის ვინაობა, რომელიც მომავალ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

ბოლნისური კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, სადაც კლუბი ფეხბურთის ფედერაციას საყვედურობს პლეი-ოფის მატჩის ჩატარების არასწორ თარიღზე გაცემულ ინფორმაციას, მაშინ როცა მოწინააღმდეგე გუნდისთვის ცნობილი იყო ზუსტი თარიღი. როგორც "სიონის" ვებ გვერდი ავრცელებს ინფორმაციას, კლუბის ხელმძღვანელებსა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელებთან რამდენჯერმე შედგა სატელეფონი საუბარი, სადაც უთხრეს რომ მატჩი, "თამაზ სტეფანიაზე", 29 ნოემბერს გაიმართებოდა.

ამ ფაქტის გამო, ბოლნისური კლუბი, ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან, ამჟამად მყოფ უმაღლესი ლიგის გუნდისკენ მიმართ სიმპათიებზე საუბრობს.

მიუვიდა თუ არა კლუბს ოფიციალური წერილი და როდის გაიმართება პლეი-ოფის პირველი მატჩი ბოლნისში. იყო თუ არა ეს შეგნებულად მოტყუება ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან ამ საკითხებთან დაკავშირებით, "სიონის" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, სალომე ბალახაშვილს დავუკავშირდით.

"სეზონის დაწყების წინ, როდესაც ყველა კლუბმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან მიიღო კალენდარი, იქ აღნიშული იყო, რომ პლეი-ოფის შეხვედრები გაიმართებოდა 29 ნოემბერს და 3 დეკემბერს. დებულების მიხედვით, თარიღის შეცვლის უფლება ფედერაციას აქვს, რომელიც მონაწილე კლუბს სამი დღით ადრე უნდა დაეგზავნოს, რათა მოხდეს საორგანიზაციო საკითხების დროულად მოგვარება.

ჩვენს კლუბს პრეტენზია თამაშის გადადებაზე არ აქვს, ჩვენთვის საწყენი მხოლოდ ის დამოკიდებულებაა, რაც ფედერაციის მხრიდან მცდარი ინფორმაციის მოწოდებამ გამოიწვია. კალენდარს რომ დავანებოთ თავი, ჩვენი კლუბის წარმომადგენლებსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის, რამდენჯერმე შედგა კომუნიკაცია, სადაც დადასტურდა აღნიშნული მატჩის 29 ნოემბერს ჩატარება. იყო ეს უნებლიე შეცდომაში შეყვანა თუ არა, ძნელი სათქმელია, ფაქტი ისაა, რომ პლეი-ოფის მონაწილე გუნდს, მეტიც მასპინძელს, არ აფრთხილებენ მატჩის შეცვლის დროს. ამას შემთხვევით ეროვნული ლიგის ვებ გვერდიდან ვიგებთ. დღეს გახდა ცნობილი, რომ პლეი-ოფის პირველი შეხვედრა, ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, 13:00 საათზე გაიმართება", - განაცხადა სალომე ბალახაშვილმა.

პლეი-ოფში უმაღლესი ლიგის საგზურისთვის "სიონი" - ბათუმის "დინამოს" წყვილის გარდა, "კოლხეთი" და "მერანი" იბრძოლებენ. ბოლნისში, თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე, ბოლნისის "სიონი" ბათუმის "დინამოს", 30 ნოემბერს, 13:00 საათზე უმასპინძლებს. ხოლო, ფოთის "კოლხეთსა" და მარტვილის "მერანს" შორის შეხვედრა, ამავე დღეს 14:30 საათზე დაიწყება.

შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟები ეროვნული ლიგის საიტზე განხორციელდება.

 

ლევან ქობალია