სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები
სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები

სუპერლიგის “ოლ სტარის” გამოკითხვის შუალედური შედეგები

30.01.2018 | 19:59

სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩი 3 თებერვალს, ქუთაისის სპორტის სასახლეში, 16:00 საათზე გაიმართება. ერთმანეთს რეგიონისა და თბილისის გუნდებისგან შერჩეული მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან.

სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები ირჩევენ, ხოლო დანარჩენ 7-7 მოთამაშეს, გამოკითხვის დასრულების შემდეგ, მწვრთნელები დაასახელებენ.

გამოკითხვა 22 იანვარს დაიწყო და 2 თებერვლის 12:00 საათამდე გაგრძელდება, დღეს კი წარმოგიდგენთ  შუალედურ შედეგებს. 

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგის 2018 წლის „ოლ სტარი“ ტრადიციულად სხვადასხვა კონკურსებს მოიცავს. სუპერლიგის 2 წრის შედეგებით საუკეთესო 6 სნაიპერი ერთმანეთს    3-ქულიანების კონკურსში დაუპირისპირდება. ასევე გაიმართება ჩატენვების კონკურსი, რომლის მონაწილეებიც ძირითადად სუპერლიგის ლეგიონერები არიან. მატჩის ბოლოს აგრეთვე დასახელდება "ოლ სტარის" უძვირფასესი(MVP) მოთამაშე.

 

Gbf.ge

მსგავსები