სოფრომაძე: “მოლაპარაკებებს რამოდენიმე კლუბთან ვმართავ”

სოფრომაძე: “მოლაპარაკებებს რამოდენიმე კლუბთან ვმართავ”

14.01.2018 | 23:30

allsport.ge გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გორის "დილას" ყოფილ ფეხბურთელთან, ანდრო სოფრომაძესთან. ანდრო ბოლოს გორის "დილაში" ასპარეზობდა, სადაც ნახევარი სეზონის განმავლობაში ირიცხებოდა.

 

• რა ეტაპზეა ახლა თქვენი საფეხბურთო კარიერა?

• ამჟამად თავისუფალი აგენტი ვარ. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს რამოდენიმე ქართულ კლუბთან ვმართავ.

 

• რა მოგცათ "დილაში" გატარებულმა ნახევარმა წელმა?

• გორის "დილაში"გატარებულმა ნახევარმა სეზონმა  მეტი გამოცდილება მომცა, რადგან ეს პერიოდი ვთამაშობდი საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად. მინდა გორის "დილას" წარმატებული სეზონი ვუსურვო.

 

• როგორი იყო გასული სეზონი? მოგეწონათ ახალი ფორმატი?

• გასული სეზონი საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. გუნდები დაკომპლექტებული იყო საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით. რაც შეეხება ახალ ფორმატს, ინტენსიური გაშუქებები საშუალებას აძლევდა როგორც მწვრთნელს, ასევე ფეხბურთელს, ენახათ შეცდომები და გამოესწორებინათ.

 

• რა არის დღეს პრობლემა ჩემპიონატში? ან თუნდაც სათამაშო დონეზე რას მეტყოდით?

• კარგი იქნებოდა მეტი ბუნებრივი მინდორი და ბაზები. რაც შეეხება დონეს, საჭიროა ტემპს მოვუმატოთ და ფეხბურთელებმა მეტი ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. ფაქტობრივად მოსაზღვრე ქვეყნებთანაც გვიჭირს შესარჩევი ეტაპების გადალახვა.

 

ლევან ქობალია

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote

მსგავსები