სოსიაშვილის ეფექტი – “დინამო” დამარცხდა

სოსიაშვილის ეფექტი – “დინამო” დამარცხდა

24.10.2017 | 00:10

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება  თბილისში, "დინამო არენაზე" გაიმართა. ერთმანეთს თბილისის "დინამო"  და "სამტრედია" დაუპირისპირდნენ.

მატჩის ერთადერთი გოლი იმერლებმა გაიტანეს. "დინამომ" კი მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და მეორე ადგილოსან "ტორპედოსთან" ქულათა სხვაობა მხოლოდ ერთია.

აღსანიშნავია ის, რომ "სამტრედიამ" ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგ 4 მატჩი ჩაატარა - სამ მატჩში გაიმარჯვა და ერთი ფრედ დაასრულა. იმერული კლუბის გადაწყვეტილება უჩა სოსიაშვილის მთავარ მწვრთნეად დანიშვნის შესახებ მოსაწონია და ნამდვილად არ შეცდნენ არჩევანში. ისიც აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის დასასრულისკენ დაძაბულობამ ძალიან იმატა. ჩემპიონობის შანსი 3 გუნდს აქვს.

ეროვნული ლიგის პირველი სამეული და მათი ქულები შემდეგნაირად გამოიყურება:

1. დინამო თბ- 65

2. ტორპედო- 64

3. სამტრედია- 61

ლევან ქობალია