“სიტი” გვარდიოლას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

“სიტი” გვარდიოლას ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

17.04.2018 | 12:43

როგორც ჩანს "მანჩესტერ სიტის" ხელმძღვანელობა კმაყოფილია ხოსეპ გვარდიოლას მუშაობით და მზად არიან ესპანელ სპეციალისტს ახალი კონტრაქტი შესთავაზონ. 

მოქმედი ხელშეკრულება გვარდიოლას "ქალაქელებთან" 2019 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი "სიტის" მესვეურები პეპს კიდევ ერთი სეზონით დარჩენას შესთავაზებენ. 

შეგახსენებთ, რომ გასულ უქმეებზე"მანჩესტერ იუნაიტედის" მოულოდნელმა მარცხმა თანაქალაურ გუნდს ინგლისის ჩემპიონობა ნაადრევად მოუტანა და გვარდიოლამ აქტივში პირველი პრემიერ ლიგური ტიტული მიითვალა.

 

ზურა ბაიდარაშვილი