“სიტიმ” “არსენალის” რეკორდი მოხსნა

“სიტიმ” “არსენალის” რეკორდი მოხსნა

14.12.2017 | 01:49

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურში "მანჩესტერ სიტი" "ლიბერთი სთედიუმზე" "სუონსის" ესტუმრა და დამაჯერებლად დაამარცხა.

პირველი ტაიმი "ქალაქელებმა" დავიდ სილვასა და დე ბრუინის გოლებით მოიგეს. მეორე ტაიმის დებიუტში ესპანელმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 0-3 დააფიქსირა. საბოლოოდ წერტილი სერხიო აგუერომ დასვა, რომელმაც უელსელებს მეოთხე უპასუხო გოლი 85-ე წუთზე გაუტანა.

აღნიშნული გამარჯვების შემდეგ, "მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ზედიზედ მე-15 შეხვედრა მოიგო და "არსენალის" რეკორდი (14 მოგება - 2002 წელი) მოხსნა.

მე-17 ტურის შემდეგ, პეპ გვარდიოლას გუნდი პრემიერ ლიგას წაუგებლად (16 მოგება, 1 ფრე) ლიდერობს.

 

ზურა ბაიდარაშვილი