საქართველო FIFA-ს რეიტინგში კვლავ დაწინაურდა! (ფოტო)

საქართველო FIFA-ს რეიტინგში კვლავ დაწინაურდა! (ფოტო)

25.10.2018 | 13:59

25 ოქტომბერს FIFA-ს განახლებული რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც, ჩვენდა სასიხარულოდ, ჯვაროსნები კვლავაც პროგრეირებენ და წინ მიიწევენ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 92-ე ადგილზე გადაინაცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯვაროსნებმა 1 პოზიციით წაიწიეს წინ. ეს ყველაფერი კი საქართვრელოს ბოლო დროინდელი წარმატებული სერიის დამსახურებაა, რომელსაც, ჩვენი ნაკრები, ერთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისის შეგირდებმა ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგეს, თანაც ისე, რომ გოლი არ გაუშვიათ საკუთარ კარში, ასევე ორი ტურით ადრე გაინაღდეს 1/2 ფინალის საგზური, რაც მართლაც გასაოცარი შედეგია.