საქართველო-ჩეხეთის მატჩზე 19 000 ბილეთია გაყიდული

საქართველო-ჩეხეთის მატჩზე 19 000 ბილეთია გაყიდული

8.07.2017 | 15:17

საქართველოს U19-სა და ჩეხეთის  U 19-ის მატჩზე დასასწრები 19 000 ბილეთი უკვე გაიყიდა.

დღეს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის ბოლო ტურის მატჩი გაიმართება ქართველ ახალგაზრდებსა და ჩეხებს შორის.

ჩვენი ცნობით, მატჩზე დასასწრები 19 000 ბილეთი უკვე გაყიდულია. დიდი ალბათობით სტადიონი ბოლომდე იქნება სავსე.

სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველი ახალგაზრდები მოედანზე მოსვლისკენ მოგვიწოდებენ. ბილეთის ფასი 2 ლარს შეადგენს.

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes

მსგავსები