საქართველო-ანდორა| ბილეთების სალაროებში გაყიდვა დაიწყო

საქართველო-ანდორა| ბილეთების სალაროებში გაყიდვა დაიწყო

6.10.2018 | 15:32

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩის, საქართველო - ანდორას, ბილეთების ფიზიკური გაყიდვა თბილისის "დინამო არენას" სალაროებში დაიწყო. სალაროები 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს.

ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში, საიტზე TKT.ge11 სექტემბრიდან მიმდინარეობს. შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრებად ბილეთი ყველა გულშემატკივარს სჭირდება და მისი ფასი 5, 10, 15 და 25 ლარს შეადგენს.

გულშემატკივართა საყურადღებოდ:ერთა ლიგის საშინაო თამაშების ყველა ბილეთზე მითითებულია კონკრეტული შესასვლელი. გთხოვთ, სტადიონზე მოსახვედრად გამოიყენოთ ბილეთზე მითითებული კარი.

13 ოქტომბერს, 20:00 საათზე, თბილისის "დინამო არენაზე", საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე შეხვედრაში ანდორას დაუპირისპირდება.

GFF.GE

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote