საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩების გამართვის თარიღი ცნობილია

საქართველოს თასის მეოთხედფინალური მატჩების გამართვის თარიღი ცნობილია

31.08.2017 | 17:53

 საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური მატჩების გამართვის თარიღი ცნობილია - 12 სექტემბერს ხონში ერთმანეთს ლიგა 3-ის გუნდები, ხონის "იმერეთი" და "ნორჩი დინამო" დაუპირისპირდებიან. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ამავე დღეს ლიგა 3-ში მოასპარეზე "შევარდენი-1906" ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ფავორიტს, ქუთაისის "ტორპედოს", მიხეილ მესხის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე დაპირისპირება . შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

13 სექტემბერს რუსთავში "ფოლადის" სტადიონზე ლიგა 2-ის ბინადარი, "რუსთავი" და ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი "დინამო თბილისი" შეხვდებიან. შეხვედრა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ასევე, 16:00 საათზე საჩხერის "ჩიხურა" გორის "დილას" "ივანწმინდაზე" უმასპინძებს.

ნახევარფინალისტების ვინაობა ერთმატჩიანი დაპირისპირებით გაირკვევა.

1.00 avg. rating (55% score) - 1 vote

მსგავსები