სამპაოლიმ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

სამპაოლიმ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

14.05.2018 | 21:52

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხორხე სამპაოლიმ 35 ფეხბურთელისაგან შემდგარი სია გამოაქვეყნა, რომელთაგან საბოლოოდ 23 მოთამაშე გაემგზავრება რუსეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

მეკარეები: სერხიო რომერო, ვილი კაბალიერო, ნაუელ გუსმანი, ფრანკო არმანი

მცველები: გაბრიელ მერკადო, ედუარდო სალვიო, ხავიერ მასკერანო, ნიკოლას ოტამენდი, ხერმან პეცელა, ფედერიკო ფასიო, მარკოს როხო, რამირო ფიუნეს მორი, ნიკოლას ტალიაფიკო, მარკოს აკუნია, კრისტიან ანსალდი

ნახევარმცველები: მანუელ ლანსინი, რიკარდო სენტურიონი, მაქსიმილიანო მესა, ლუკას ბილია, გიდო პისარო, ენცო პერესი, ევერ ბანეგა, ჯოვანი ლო სელსო, ლეანდრო პარედესი, როდრიგო ბატალია, ანხელ დი მარია, კრისტიან პავონი, პაბლო პერესი

თავდამსხმელები: პაულო დიბალა, დიეგო პეროტი, ლიონელ მესი, სერხიო აგუერო, გონსალო იგუაინი, ლაუტარო მარტინესი, მაურო იკარდი

 

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი სტარტს 14 ივნისს აიღებს. არგენტინა კი გათამაშებაში 16 რიცხვში ჩაერთვება და პირველ მატჩში ისლანდიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. 21 ივნისს ალბისელესტი ხორვატიას შეხვდება. 26-ში კი სამხრეთ ამერიკელები ჯგუფურ ეტაპს ნიგერიასთან მატჩით დაასრულებენ.

 

ზურა ბაიდარაშვილი

0.00 avg. rating (0% score) - 0 votes