სალაჰმა ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა

სალაჰმა ბავშვობის ოცნებაზე ისაუბრა

2.11.2018 | 12:02

"ლივერპულის" ოფიციალურ ვებ-გვერდთან მიცემულ ინტერვიუში მუჰამედ სალაჰმა ბავშვობა გაიხსენა და მის ოცნების გუნდზე ისაუბრა.

" "ლივერპული" უდიდესი კლუბია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ჰყავს.

ამ კლუბის შესახებ 10-11 წლის ასაკში გავიგე და ისტორია, რომ მე კომპიუტერული თამაშის დროს ყველაზე ხშირად "ლივერპულით" ვთამაშობდი, ნამდვილად სიმართლეს შეესაბამება. იმ დროს ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ოდესმე ამ გუნდის მაისურს მოვირგებდი. აქ თამაში ყოველთვის ჩემი ოცნება იყო და შენც ყოველთვის მაქსიმალურად უნდა ეცადო მიზნის მიღწევაში.

როდესაც ეგვიპტიდან "ბაზელში" გადავდიოდში, ჩემს თავში უკვე ტრიალებდა ის აზრი, რომ ერთხელაც "ლივერპულში" ვითამაშებდი. ახლა ოცნება რეალობად იქცა და მინდა ამ კლუბში რაც შეიძლება დიდი ხანი გავატარო".

 

ზურა ბაიდარაშვილი