რუსთავმა გამოცდილი ქართველი მცველი დაიმატა

რუსთავმა გამოცდილი ქართველი მცველი დაიმატა

28.09.2018 | 14:44

საფეხბურთო კლუბმა რუსთავმა აკაკი ხუბუტია დაიმატა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ამიერიდან რუსთავში  ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ფეისბუქ გვერდი ავრცელებს. როგორც ზემოთ აღნიშნული წერს, ის გუნდს გასულ კვირას შუერთდა და გუნდთან ერთად რამდენიმე ვარჯიშიც ჩაატარა. 32 წლის მცველი რუსთაველთა ღირსებას სეზონის ბოლომდე დაიცავს.

შეგეახსენებთ, რომ ბოლოს აკაკი ხუბუტია რუმინულ ტიმიშოარაში თამაშობდა.

5.00 avg. rating (95% score) - 1 vote