,,რუსთავი” გაძლიერებას განაგრძობს- მათე კვირკვია კლუბის მორიგი  ახალწვეულია

,,რუსთავი” გაძლიერებას განაგრძობს- მათე კვირკვია კლუბის მორიგი ახალწვეულია

18.01.2018 | 19:34

21 წლის შემტევი  ნახევარმცველი მათე კვირკვია კარიერას ,,რუსთავში" გააგრძელებს.

კვირკვიამ გასული სეზონი  ქუთაისის ,,ტორპედოში  გაატარა და ამ კლუბის რიგებში საქართველოს მოქმედი ჩემპიონია.

აღსანიშნავია რომ ,,ტორპედოში  ჩარიცხავამდე მის კარერაში იყო ძალიან მძიმე ტამვა, რომლის გამოც 2 წელი სრულად გაუცდა, ამ ტრამვამ იმდენად დაასვა დაღი მის კარიერას, რომ  ტრამვის მოშუშების შემდეგაც კი ვერ შეძლო საკუთარი ძალების სრულყოფილად აღდგენა, რამაც თავის მხრივ იმოქმედა მისთვის მიცემულ სათამაშო დროზე, სწორედ სათამაშო დროის ნაკლებობა გახდა იმის მიზეზი, რომ მათემ ,,ტორპედოელთა" როგები  გასული  სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

 იგი  ახალ გუნდს თავისუფალი  აგენტის სტატუსით შეუერთდება და როგორც თავად გვითხრა მისი მიზანი ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება იქნება.

უმაღლეს ლიგაში დაწინაურებული ,,რუსთავი" შეკრებას 20 იანვარს, საქართველოში დაიწყებს, 10 დღის შემდეგ კი  საზღვარგარეთ გაემგზავრება. 

                                                                                                                                                                           ნიკა ბაიდაური

1.33 avg. rating (42% score) - 3 votes

მსგავსები