,,რუსთავი” არ ჩერდება- არზიანიც !

,,რუსთავი” არ ჩერდება- არზიანიც !

21.01.2018 | 16:12

საყრდენი  ნახევარმცველი ზურაბ არზიანი  საფეხბურთო კლუბ ,,რუსთავთშია" და ახალ გუნდთან ერთად უკვე ვარჯიშობს.

კონტრაქტის პირობები ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა ცხადია, რომ მომავალ სეზონს არზიანი ამ გუნდში ჩაატარებს.  

30 წლის საყრდენმა გასული სეზონი ,,საბურთალოს" შემადგენლობაში დაიწყო, სეზონის შუაში კი ბათუმის ,,დინამოს" შეუერთდა, გუნდის ეროვნულ ლიგა 2 ში დაქვეითების შემდეგ კი კლუბი დატოვა და ამ დრომდე თავისუფალი აგენტის სტატუსით იყო.

გასულ სეზონში  არზიანმა ორივე ამ გუნდის შემადგენლობაში 26 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 17 ,,საბურთალოს" 9 კი ბათუმის ,,დინამოს" რიგებში. 

ამას გარდა არზიანს სხვადასხვა წლებში ნათამშები აქვს, გორის ,,დილას" ქობულეთის ,,შუქურას"  და თბილისის ,,დინამოს" შემადგენლობაში.

2.50 avg. rating (58% score) - 4 votes

მსგავსები